სკანდალი : არასრულწლოვნებზე მიყიდული ფსიქოტროპული წამლები


ჯანდაცვის სამინისტროს სანქციების მიუხედავად, სააფთიაქო ქსელებში ფსიქოტროპული და ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტები დანიშნულების გარეშე მაინც იყიდება..აღმოჩნდა, რომ რამდენიმე აფთიაქში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არასრულწლოვნებზეც გასცემენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კონკრეტულ აფთიაქებზეც მიუთითებენ. „ანტიკორუფციულმა კავშირმა“ ქალაქის რამდენიმე აფთიაქში სპეციალური რეიდიც ჩაატარა და მედიკამენტების უნებართვო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.  მიუხედავად დაკისრებული სანქციებისა, ქალაქში იყიდება ფსიქოტროპული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან არასრულწლოვნები. ცხადია, ეს ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მსგავსი ფაქტები დავაფიქსირეთ დოლიძეზე, ნაფარეულის ქუჩაზე, ასათიანის კუთხეში და დიღმის ტერიტორიაზე. უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება ქალაქის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული დაწესებულებების მასშტაბური შემოწმება რამდენიმე თვის წინ განახორციელა. აფთიაქებში რეიდი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულმა სამსახურმა ჩაატარა. მხოლოდ შემოწმების პირველ ეტაპზე (10 დღის განმავლობაში) სააგენტომ რეალიზაციის წესების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოავლინა. საუბარია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე (ფსიქოტროპული წამლები, პრეკურსორები, ნარკოტიკების შემცველი საშუალებები), რომლებიც აფთიაქებში სპეციალური რეცეპტის გარეშე იყიდებოდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გამოვლინდა ნახევარ მილიონამდე მსგავსი პრეპარატის უნებართვოდ გაცემის ფაქტი.

No comments:

Post a Comment