ახალი თაობა “გარღვევა თუ ჩავარდნა”


1988 წლის იანვარში ფირმა Eli Lilly-მა გამოუშვა ერთ-ერთი ასეთი ახალი წამალი ფლუოქსეტინი (საფირმო სახელწოდება – პროზაკი).
ფლუოქსეტინს ძლიერი გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია, ისეთების, როგორიცაა უკონტროლო მოძრაობები, ანტიდიურეზული ჰორმონის უადგილო გამოყოფა, შრატოვანი დაავადება, სასქესო ფუნქციების დარღვევა, ენაბლუობა, სმენის დაკარგვა, მანიაკალური ეპიზოდები, პარანოიდალური რეაქციები და თვითმკვლელობისაკენ ინტენსიური მიდრეკილება. ის ასევე სახიფათოდ ურთიერთქმედებენ სხვა ფსიქოტროპულ წამლებთან.
1991 წლის სექტენბერში, აშშ-ს ფსიქოფარმაკოლოგიური წამლების საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულებები“ იმ დასკვნის სასარგებლოდ, რომ ანტიდეპრესანტების საერთოდ და, კერძოდ პროზაკის გამოყენება, იწვევს სუიციდალური აქტების ან სხვა აგრესიული მოქმედების სხვადასხვა სახეების ინტენსიფიკაციის გამოვლინებას . თუმცა, ასეთ უპირობო აზრს კომიტეტის ყველა წევრი არ იზიარებდა. ზოგმა მათგანმა შეიტანა წინადადება, რომ „ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები მაღალი რისკის ჯგუფის პოტენციური პაციენტების გამოსავლენად“.
თუმცა, მრავალი პაციენტი იღებდა ფლუოქსეტინს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 4-5 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონტროლირებად გამოცდებში მისი ეფექტურობის შეფასება არ ჩატარებულია. არ ჩატარებულა საკმარისად დამაჯერებელი ანალიზი მისი გრძელვადიანი სარგებლობისა და შესაძლო აბსტინენციის ზეგავლენის შესახებ. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია მის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების პროფილი, რომლებიც გვანან უსაფრთხოების თვალსაზრისით კლინიკიდან უკვე ამოღებული ისეთი წამლების გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა ფირმა Astra-ს მიერ წარმოებული ზელმიდი (ზიმელდინი), ფირმა Hoechst-ის წარმოებული მერიტალი (ნომიფენსინი) და ტრიფტოფანი.

საპრეზენტაციო მასალების მიერ შეცდომაში შეყვანის შედეგად ფლუოქსეტინის გადაჭარბებული მოხმარებამ, შესაძლოა, რომ „სერიოზული გვერდითი ეფექტების სიჭარბე“ გამოიწვიოს .
ანტიდეპრესანტების უფრო ახალი თაობის როლია – იყვნენ მეორე რიგის ალტერნატიული პრეპარატები, მაშინ, როდესაც უფრო ადრეული წამლებს არ გააჩნიათ ეფექტები დეპრესიის მძიმე ფორმებით დაავადებულ პაციენტებზე. „ამიტომაც, პერსპექტივაში ძნელი წარმოსადგენია ფლუოქსეტინის ფართო მოხმარების წარმოდგენა… ახლად გამოქვეყნებული ცნობები, პრაქტიკაში ახლად მიღებული ანტიდეპრესანტების მოქმედების შესახებ გვახსენებენ, რომ მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნამდვილად ნოვატორული“ . მთლიანობაში, „არც ერთ შემთხვევაში არ იქნა დამტკიცებული, რომ ახალი ანტიდეპრესანტის მოქმედება აჭარბებს ტრიციკლური პრეპარატების ეფექტურობას . გარმა ამისა, კვლავინდებურად ჩნდება ახალი ინფორმაციები გვერდითი ეფექტების შესახებ. ცხრილში 27.2 განზოგადებულია ასეთი ინფორმაციები ზოგიერთი უფრო ახალი ანტიდეპრესანტების შესახებ.

No comments:

Post a Comment