ფსიქოტროპული საშუალებები ისეთ ძლიერმოქმედი ნივთიერებებია, რომლებიც გუნება-განწყობილების შეცვლას იწვევენ. ისინი ყველა გვერდითი მოვლენების რისკის მატარებლებია და ბევრ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ დამოკიდებილებას იწვევენ. ისინი, აგრეთვე, ძალზე სახიფათონი არიან დოზის გადამეტების შემთხვევაშიც. არსებობს ფსიქოტროპული საშუალებების 4 ძირითადი ტიპი:
- საძილე საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძილის დარღვევების სამკურნალოდ;
- ტრანკვილიზატორები ანუ ანქსიოლიტიკები, რომლებიც შიშისა და შფოთვის მოსახსნელად იხმარება;
- ანტიდეპრესანტები, რომლებსაც დეპრესიების სამკურნალოდ იღებენ;
- სერიოზული ფსიქოზების სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკური საშუალებები.
შფოთვისა და შიშების მოსახსნელი და ძილის დარღვევების სამკურნალო წამლების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა დამოკიდებულების ჩამოყალიბების მოდელი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ერთი მეორის მიყოლებით, ბაზარზე გამოდიოდა სხვადასხვა პრეპარატი, როგორც ადიქტიური (მიჩვევის გამომმუშავებელი ) წამლის უსაფრთხო შემცვლელი მხოლოდ იმისათვის, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩენილიყო, რომ მასაც გააჩნია მასზე დამოკიდებულების გამომუშავების თვისება. თავდაპირველად ეს იყო ალკოჰოლი და ოპიუმი; შემდეგ ქლორალი, ბრომიდები და ბარბიტურატები; და ასე გრძელდებოდა ბენზოდიაზეპინებამდე და მათ სულ ბოლო შემცვლელებამდე....
წყარო
No comments:
Post a Comment