გავრცელებულ გვერდით ეფექტებს შორის ჩამოვთვალოთ: დღისით ძილასკენ მიდრეკილება, მსუბუქი თავბრუსხვევა, მოთენთილობა, კორდინაციის დარღვევა, მოძრაობის დროს წონასწორობის დაკარგვის შიში. უფრო იშვიათია ძლიერი თავბრუსხვევა, თავისა და კუჭის ტკივილები, გამონაყარი კანზე, არამკაფიო მხედველობა, ლიბიდოს შეცვლა, გაურკვეველი მეტყველება, ცვლილებები სისხლში და სიყვითლე . ხანდაზმული ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ არასასურველი ზემოქმედებების მიმართ, რომელთგან ბევრი შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობა. კოორდინაციის დაკარგვა დიდი შეშფოთების მიზეზად გვევლინება, რადგანაც შეუძლია დავარდნები და მენჯ-ბარძაყის სახსრის ძვლების მოტეხილობები გამოიწვიოს . ნანახი იქნა, რომ დავარდნების მიზეზი ყველაზე ხშირად დიაზეპამია, რამაც აიძულა
მკვლევარები, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ეს პრეპარატი აღარ ყოფილიყო გამოყენებული ხანდაზმულ ადამიანებში.
No comments:
Post a Comment