დამამშვიდებელი საშუალებები


მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები - ეს ტკბილეული როდია! მათ ჩაატარეს 13-წლიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 18-დან 102 წლამდე ასაკის 14 ათასზე მეტი ადამიანი. მეცნიერები 1994-2007 წლების განმავლობაში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აანალიზებდნენ მათ მონაცემებს. მათ დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მინიმუმ, თვეში ერთხელ იღებენ მსგავს პრეპარატებს, სიკვდილის მეტი შანსი აქვთ სხვადასხვა დაავადების გამო (საშუალოდ, ერთი მესამედით მეტი).
სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ პრეპარატები მოქმედებენ რეაქციის დროზე, ადამიანების კოორდინაციაზე და აქტივობაზე, რაც ზრდის დაცემისა და სხვა ტრავმული შემთხვევების სიხშირეს. არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც

პრეპარატები ერევიან რა სასუნთქი სისტემის მუშაობაში, იწვევენ ძილის დროს სუნთქვის სხვადასხვა სახის დარღვევებს. ისინი ასევე მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ზრდიან თვითმკვლელობის ალბათობას.

კვლევის ავტორი ჟენევიევა ბელვილი (ფსიქოლოგიის სკოლა, ლავალის უნივერსიტეტი) ხაზგასმით აღნიშნავს: ”ცნობილია, რომ კოგნიტიურმა ქცევითმა თერაპიამ საკმაოდ კარგად იმუშავა უძილობისა და შფოთვის მკურნალობისას. ექიმები პერიოდულად უნდა განიხილავდნენ მას, როგორც მკურნალობის მეთოდს და ურჩევდნენ საკუთარ პაციენტებს, როგორც შესაძლო გამოსავალს. ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა პრეპარატებით ხანმოკლე მკურნალობა ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან ერთად”.


No comments:

Post a Comment