სამკურნალო წამლების მოხმარებისთანავე გაჩნდა ფსიქოტროპული საშუალებების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბების მოდელი. ბაზარზე გამოდიოდა უამრავი ახალი წამალი, როგორც ადიქტიური წამლის უსაფრთხო შემცვლელი მხოლოდ იმისათვის, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩენილიყო, რომ მასაც გააჩნია მასზე დამოკიდებულების გამომუშავების თვისება. ამ წამლების რიგში, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში პოპულარულები იყვნენ ბარბიტურატები. თავდაპირველად ისინი განსაზღვრულნი იყვნენ, როგორც ძლიერი სედატიური მოქმედებების საშუალებები ან ძილის გამოსაწვევად. ბარბიტურატების კლასის პრეპარატებს ბევრი საერთო თვისება გააჩნიათ, რაც მათი ერთმანეთით შეცვლის საშუალებას იძლევა, მაგრამ მათ ბაზარზე წინ სწევდნენ ისე, თითქოს მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობდა. თავდაპირველად მათ ხშირად აღიქვამდნენ და რეკლამას უკეთებდნენ, როგორც უსაფრთხო საშუალებებს. ფირმა “Bayer”-ის მიერ შექმნილი პრეპარატი “ვერონალი” ამის ნათელი მაგალითია. ეს იყო პირველი ბარბიტურატი, რომელიც ბაზარზე 1903 წელს გამოჩნდა და რეკლამირებული იყო როგორც “აბსოლუტურად უსაფრთხო და ტოქსიური ეფექტების გარეშე”. შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოჩნდა ცნობები დოზების სასიკვდილო გადამეტების შესახებ.
გაცილებით გვიან დაიწყეს იმის მიხვედრა, რომ წამლები დამოკიდებულებას იწვევდნენ. ეს, ნაწილობრივ, იმით აიხსნება, რომ შეუძლებელია ზუსტი განსაზღვრება მიეცეს ტერმინებს “ნარკომანია”, “მიჩვევა”, “ტოლერანტობა”და “დამოკიდებულება”. დიდი გაუგებრობა სუფევს ამ ოთხი ტერმინის განმარტებებში. რამდენადაც ცალკეულ პაციენტებს ბარბიტურატებს გრძელვადიანი მოხმარებისათვის უნიშნავდნენ, აბსტინენციის სინდრომები იშვიათად დიაგნოსტირდებოდა. როდესაც წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია შესამჩნევი ხდებოდა, მას შეცდომით პირველადი მდგომარეობის რეციდივად აღიქვამდნენ, და პაციენტს განმეორებით ენიშნებოდა თერაპია.
No comments:
Post a Comment